ნუგზარ წურწუმია
Aa
Aa

ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე 21 სექტემბერს ნუგზარ წურწუმიამ ფინალში გასვლა შეძლო და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

ქართველმა სპორტსმენმა დამაჯერებლად იასპარეზა. წურწუმიამ 1/4-ფინალში მოლდოველ მეტოქეს 10:0 მოუგო. ნახევარფინალში კი უზბეკ ოკტიკბოევთან დიდი ბრძოლა შედგა, სადაც ქართველმა 7:4-ის მოგება შეძლო.

წურწუმიას მეტოქე ფინალში (22 სექტემბერს) აზერბაიჯანელი მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი აზერბაიჯანელი ელდანიზ აზიზლი იქნება. ქართველი მსოფლიო ჩემპიონობას კარიერაში მეორედ შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ ბელგრადში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 4 მედლის მოპოვება შეძლო: გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და შოთა ფარტენაძე (61 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ, ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

პეტრიაშვილმა და მაჭარაშვილმა, მედლებთან ერთად პარიზის ოლიმპიადის საგზურებიც გაიფორმეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფედელე: გარსია თავხედია, კვარას განტევების ვაცად აქცევს
ფედელე: გარსია თავხედია, კვარას განტევების ვაცად აქცევს