მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი, დენა უაითი
Aa
Aa

„ნუ გადააქცევთ ამ სპორტს რესლინგად!“ - სტერლინგი დენა უაითს მიმართავს

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა და მერაბ დვალიშვილის უახლოესმა მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა The MMA Hour-ში სტუმრობისას UFC-ის პრეზიდენტს, დენა უაითს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ შონ ომალისა და ჩიტო ვერას საჩემპიონო ბრძოლა არ ჩანიშნოს.

რა თქვა ალჯომ:

ჩიტო რეიტინგში მეექვსე ნომერია და რატომ უნდა ჩაინიშნოს ეს ბრძოლა? ეს სცენარი მიუთითებს, რომ თითქოს ხელი WWE-სთან კონტრაქტს მოვაწერეთ... რატომ ვაქცევთ ამ სპორტს რესლინგად? ეს არ არის WWE!

თუ შონ ომალი დაბრუნებას დეკემბრისთვის გადაწყვეტს, ვფიქრობ, რომ მერაბს უნდა შეებრძოლოს. თუ ასე არ მოხდა და დაბრუნებას მომავალი წლისთვის გადადებს, მაშინ სიამოვნებით გავმართავ რემატჩს. ვფიქრობ, ასე ყველაზე სამართლიანი და ლოგიკური იქნება.

შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალიმ ალჯამეინ სტერლინგი მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, რის შემდეგაც, საჩემპიონო ქამრის დაცვისთვის ბრძოლა მარლონ „ჩიტო“ ვერასთან მოითხოვა. ომალის კარიერაში ერთადერთი მარცხი სწორედ ეკვადორელ მებრძოლთან აქვს. პარალელურად, მერაბ დვალიშვილი რამდენიმე კვირაა აქტიურად ითხოვს, რომ ომალისთან საჩემპიონო ბრძოლა მას ჩაენიშნოთ, თუმცა, დენა უაითის ოფიციალური პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ომალიმ მერაბის მხარე დაიჭირა: „თანაგუნდელთან ჩხუბი მეც არ მენდომებოდა“
ომალიმ მერაბის მხარე დაიჭირა: „თანაგუნდელთან ჩხუბი მეც არ მენდომებოდა“