მერაბ დვალიშვილი, დენა უაითი, არიელ ჰელვანი
Aa
Aa

„ვერ ვხვდები, მერაბზე და ალჯოზე ასე რატომ საუბრობს“ | ჰელვანის პასუხი დენა უაითს

MMA-ის ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი, არიელ ჰელვანი UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის მიერ მერაბ დვალიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ჰელვანიმ „მანქანაზე“ საკუთარ გადაცემაში, The MMA Hour-ში ისაუბრა და უაითი გააკრიტიკა.

„როცა დენა უაითის პრესკონფერენციებს უყურებ, გიჩნდება შეგრძნება, რომ უცნაურ სამყაროში ცხოვრობ, სადაც ხალხს მისი სისულელეების მართლა სჯერა. უსმენ უაითის მიერ მერაბსა და ალჯოზე გაკეთებულ განცხადებებს და საკუთარ თავს ეკითხები, რა ჯანდაბას ამბობს.

რატომ არიან ისევ გაბრაზებული იმ ფაქტზე, რომ ალჯოსა და მერაბს ერთმანეთთან ჩხუბი არ უნდათ? ეს საჭიროებას არ წარმოადგენს, რადგან ჩემპიონი არც სტერლინგია და არც დვალიშვილი. ქამარი საერთოდ სხვა მებრძოლს აქვს და ეს პრობლემა მოგვარებულია. არ მესმის, რატომაა გაღიზიანებული იმ ფაქტის გამო, რომ ალჯოსა და მერაბს ერთმანეთთან ჩხუბი არ უნდათ და 2023 წელს ამაზე საერთოდ რატომ ვლაპარაკობთ? თუ ერთმანეთთან ჩხუბი არ უნდათ, ნუ აიძულებთ, ეს გააკეთონ! მორჩა, პრობლემა მოგვარებულია.

ახლა ვართ სიტუაციაში, როცა მერაბი ამბობს, რომ ომალის მომდევნო მეტოქე თავად უნდა იყოს. იგივე განცხადებას აკეთებს სტერლინგიც და ვერ ვხვდები, პრობლემა რაშია. თუ ალჯამეინს დაუყოვნებლივ რემატჩს არ აძლევენ, მაშინ ყველაფერი მარტივადაა. წარმოდგენა არ მაქვს, ის ფაქტი, რომ მერაბი და ალჯო ერთმანეთთან არ ჩხუბობდნენ, ისევ პრობლემატური რატომაა. სტერლინგი ჩემპიონი აღარაა და მათი ბრძოლა საჭიროებას არ წარმოადგენს.

ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი, რის გამოც, ეს სიტუაცია შეიქმნა, ისაა, რომ დენა უაითს არ მოსწონს, როცა მებრძოლები ეუბნებიან, რა უნდა გააკეთოს. მას არ მოსწონს, როცა დივიზიონის საუკეთესო მებრძოლები ეუბნებიან, მომავალში რა უნდა მოხდეს და მათი კარიერა როგორ განვითარდეს. UFC-ის ხელმძღვანელებს თავიანთი დღის წესრიგი აქვთ და ან მას უნდა მოერგო ან შანსს დაკარგავ. ეს სიახლე არაა და ყოველთვის ასე იყო“.

რა თქვა დენა უაითმა

„საერთოდ რატომ გახდი MMA-ის მებრძოლი თუ ასეთი მენტალიტეტი გაქვს, ასე აზროვნებ და ამბობ: „ჩემპიონობა არ მინდა, ტიტული არ მინდა, მეგობრები ვართ, ის ვართ, ეს ვართ... ჩვენს ბიზნესში შეგიძლია, ყველას ემეგობრო და ბევრ კარგ ადამიანს შეხვდები, მაგრამ ამ შემთხვევაში, მეგობრობა არაფერ შუაშია და მთავარია, გავარკვიოთ, მსოფლიოში საუკეთესო ვინაა. თუ არ გინდა, გაარკვიო მსოფლიოში საუკეთესო ვინაა, UFC-ი არაა ადგილი, სადაც უნდა იყო. MMA-ში უამრავი ორგანიზაციაა, რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიათ რას გააკეთებ და შეგიძლია, მათთან წახვიდე“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას ჩრდილში დამალული იარაღი“ - MARCA-ს სტატია მიქაუტაძეზე
„კვარას ჩრდილში დამალული იარაღი“ - MARCA-ს სტატია მიქაუტაძეზე