მსოფლიო ჩემპიონატი ბელგრადში - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი ბელგრადში - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

21 სექტემბერს, ბელგრადში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, სადაც, რა თქმა უნდა, მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს წარმომადგენელი ათივე წონით კატეგორიაში ემყოფება.

შემადგენლობა:

ნუგზარ წურწუმია(55კგ), ფრიდონ აბულაძე(60კგ), ლერი აბულაძე(63კგ), ჯონი ხეცურიანი(67კგ), რამაზ ზოიძე(72კგ), იური ლომაძე(77კგ), გელა ბოლქვაძე(82კგ), ლაშა გობაძე(87კგ), გიორგი მელია(97კგ), იაკობ ქაჯაია(130კგ).

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, მსოფლიო ჩემპიონატი კვლავ ბელგრადში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრები ცუდად გამოვიდა. ჩვენებურების მონაგარი მხოლოდ 2 ვერცხლის მედალი იყო.

ვერცხლის მედლებს ნუგზარ წურწუმია(55კგ) და ლერი აბულაძე(63კგ) დაეუფლნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები