ლაშა ტალახაძე, ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

ლაშა ტალახაძე ატაცში მსოფლიო ჩემპიონია!

საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ფიცარნაგზე ყველა დროის საუკეთესო ძალოსანი და 6-გზის მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გამოდის.

ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანმა ძალოსანმა ატაცში პირველ ცდაზე 208 კილოგრამი აწია, მეორე მისვლაზე 215 კილოგრამი დააფიქსირა, კატეგორია კი 220 კილოგრამის აწევით დაასრულა, რაც მონაწილეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

შესაბამისად, ლაშა ტალაძემ ატაცში მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, რამდენიმე წუთში კი შეჯიბრი აკვრაში დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგაც შედეგებს დაუყონებლივ შემოგთავაზებთ.

კრისტალბეთი - ლაშა ტალახაძის გენერალური სპონსორი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები