საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

2 საგოლე გადაცემა და რეკორდი - ლობჟანიძის გუნდმა მესის ინტერ მაიამის მოუგო

MLS-შ გამთენიისას მორიგი შეხვედრები გაიმართა. ჩვენთვის საინტერესო მატჩი შედგა „ალტანტა იუნაიტედსა“ და „ინტერ მაიამის“ შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 5:2 დასრულდა.

საბა ლობჟანიძისა და ლეო მესის დაპირისპირება არ შედგა, რადგან არგენტინელმა სანაკრებო პაუზის შემდეგ დაისვენა. სამაგიეროდ ითამაშა და მორიგი ნაყოფიერი მატჩი ჩაატარა საბამ, რომელმაც 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

საბა მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში 3:2 იყო. ქართველმა შემტევმა 2 წუთში საგოლე გადაცემა შეასრულა. 89-ზე კი თანაგუნდელს მეორედაც გაატანინა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

ლობჟანიძე ამ მაჩვენებლით „ატლანტა იუნაიტედის" ისტორიაში შევიდა. კერძოდ, აქამდე კლუბში ცვლილებაზე შესრულ არცერთ ფეხბურთელს 2 საგოლე გადაცემა შესრულებული არ ჰქონდა.

„მაიამის“ რიგებში არ უთამაშია არც ხორდი ალბას. მოედანზე 90 წუთი გაატარა სერხიო ბუსკეტსმა.

ამ მარცხის შემდეგ „ინტერ მაიამი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 27 მატჩის შემდეგ, 28 ქულით ბოლოდან მეორე მე-14 ადგილზე იმყოფება და საპლეიოფო ზონას 8-10 ქულით ჩამორჩება. ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედი“ კი 45 ქულით მე-6 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არ ესმის, რატომ შეცვალეს - ხვიჩა შეცვლით უკმაყოფილო დარჩა
არ ესმის, რატომ შეცვალეს - ხვიჩა შეცვლით უკმაყოფილო დარჩა