ნაპოლი, რუდი გარსია
Aa
Aa

“ძერბინი თამაშს იმსახურებდა“ - გარსიამ ხვიჩას შეცვლაზე ისაუბრა

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „ჯენოას“ ესტუმრა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. შეხვედრის შემდეგ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ მატჩის მიწურულს მან „კვარა“ შეცვალა, რაზეც ქართველი ფეხბურთელი უკმაყოფილო დარჩა.

რა თქვა გარსიამ?

„რეალურად ცუდად ვითამაშეთ. ორივე გოლი სტანდარტულ მდგომარეობას მოყვა. ეს კი ყურადღების დეფიციტს გვიჩვენებს. მიუხედავად ამისა, დიდი გუნდის რეაქცია გამოვავლინეთ და მატჩი გადავარჩინეთ. ფუნდამენტური გარდატეხა ჩემმა გაკეთებულმა ცვლილებებმა შეიტანა. საბოლოო ჯამში 2 ქულა დავკარგეთ.

რატომ შევცვალე ხვიჩა? ძერბინი თამაშს იმსახურებდა. იმედი მქონდა, რომ ის თამაშში გარდატეხის შეტანას შეძლებდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია დავინახო, თუ ვინ ვარჯიშობს კარგად და ვინ როგორ ფორმაშია. ასე მათ სათამაშო დრო უნდა მიიღონ.

წინა მატჩში ჩემმა ცვლილებებმა შედეგი ვერ გამოიღო, ახლა კი განსხვავებული სიტუაცია მივიღეთ. სათადარიგოთა სკამიდან სინათლე დავინახეთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან შემდეგ 20 დღეში 6 მატჩის გამართვა გვიწევს.“

შეგახსენებთ, „ნაპოლის“ 4 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება, თუმცა კონკურენტებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. „პარტენოპეი“ შემდგ შეხვედრას 24 სექტემბერს „ბოლონიას“ წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

ხვიჩას ყველა მომენტი „ჯენოასთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს საგოლე პასი 89-ე წუთზე - ბორდომ მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო
ზურიკოს საგოლე პასი 89-ე წუთზე - ბორდომ მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო