ანასტასია გუბანოვა
Aa
Aa

ფიგურული ციგურაობა: ანასტასია გუბანოვამ ლომბარდიის თასი მოიგო

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ, ფიგურული სრიალის ჩელენჯ კატეგორიის ტურნირი ლომბარდიის თასი მოიგო.

გუბანოვა გამარჯვებული მოკლე პროგრამაში გახდა. თავისუფალ პროგრამაში კი მეოთხე ადგილზე გავიდა. ორი პროგრამის ჯამში შეჯამებული ქულებით კი ანასტასია ტურნირის გამარჯვებული გახდა.

შეგახსენებთ, რომ ანასტასია გუბანოვა საქართველოს სახელით უკვე 3 წელია ასპარეზობს.

გუბანოვამ 2022 წელს საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატი მოიგო და ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორია დაწერა.

გუბანოვას გამოსვლა ლომბარდიის თასზე


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაისაშვილი: “ბევრი რამ გვაქვს გასაანალიზებელი“
მაისაშვილი: “ბევრი რამ გვაქვს გასაანალიზებელი“