მარია ალავიძე
Aa
Aa

მარია ალავიძე მსოფლიო რეიტინგის ლიდერია | მხატვრული ცურვა

ქართველმა მოცურავემ, მარია ალავიძემ ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

მსოფლიო საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში, 18 წლის მარია 1219.8 ქულით პირველ ადგილზეა.

ალავიძემ მხატვრული ცურვის მსოფლიოს თასზე თავისუფალ სოლო პროგრამაში 200,7612 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა და ის პირველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც მსოფლიო თასზე მედლის მოპოვება შეძლო.

უკანასკნელი წლების განმავლობაში სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე ის მუდამ მაღალ დონეზე ასპარეზობდა, თუმცა საპრიზო სამეულში მოხვედრამდე მცირეოდენი აკლდებოდა, ამჯერად კი დასახული მიზნის მიღწევა შეძლო.

ცნობისათვის, ალავიძე მსგავს წარმატებასთან ახლოს 2024 წელს კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ უფროსი ასაკის მოცურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზეც იყო, როდესაც 50 სპორტსმენს შორის მერვე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოთხოვნა წევრობის შეჩერებაზე - ბახი თანამდებობას ტოვებს
მოთხოვნა წევრობის შეჩერებაზე - ბახი თანამდებობას ტოვებს