ისტორიული წარმატება ცურვაში - პირველი მედალი მსოფლიოს თასზე
მარია ალავიძე საქართველოს ცურვის და მთლიანად ქართული სპორტის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა - 18 წლის ალავიძე პირველია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიოს თასზე მედალი მოიპოვა. უკანასკნელი წლების განმავლობაში სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე ის მუდამ მაღალ დონეზე ასპარეზობდა, თუმცა საპრიზო სამეულში მოხვედრამდე მცირეოდენი აკლდებოდა, ამჯერად კი დასახული მიზნის მიღწევა შეძლო.
კანადაში მიმდინარე ტურნირზე ალავიძემ მხატვრული ცურვის თავისუფალი სოლო პროგრამა შეასრულა და მისი გამოსვლა 200,7612 ქულით შეფასდა, რაც ვერცხლის მედლის მოსაგებად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მარიას სხვა სპორტსმენისგან ცურვის ლამაზი, ესთეტიური სტილი გამოარჩევდა, რაც ჟიურის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.
ცნობისათვის, ალავიძე მსგავს წარმატებასთან ახლოს 2024 წელს კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ უფროსი ასაკის მოცურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზეც იყო, როდესაც 50 სპორტსმენს შორის მერვე ადგილი დაიკავა.