ძიუდო: ლაშა გურეშიძე ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
ნიდერლანდების ქალა ჰააგაში ძიუდოში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც დასკვნით საშეჯიბრო დღეს +100 კგ. კატეგორიაში ლაშა გურეშიძე ფინალში გავიდა.
ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალურ სტადიაზე თურქი ერგინის ბარიერი გადალახა და ოქროს მედლისთვის კვიპროსელ ანტონიოუსს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი 18:00-დან დაიწყება.
ასევე, ტურნირის დასკვნით დღეს, ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს მიხეილ ჯაფარიძე (-100).
შეგახსენებთ, რომ ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალია. პირველ დღეს 66 კგ. კატეგორიაში თენგო ზირაქაშვილმა ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.
მეორე საშეჯიბრო დღეს, გიორგი ტერაშვილი (73 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა კონტინენტის ჩემპიონობისთვის დაპირისპირებაში პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ქართველს, ოთარ კვანტიძეს დამატებით დროში ვაზარით სძლია.
ბრინჯაოს მედალი კი ლუკა ბაბუციძემ (81 კგ) მოიპოვა.