მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი
Aa
Aa

ომალიმ მერაბის მხარე დაიჭირა: „თანაგუნდელთან ჩხუბი მეც არ მენდომებოდა“

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ახალმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილის მხარე დაიჭირა. „შუგამ“ „მანქანაზე“ თავისი ძმის, დანიელ ომალის პოდკასტში ისაუბრა, დენა უაითის სიტყვებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თანაგუნდელთან ჩხუბზე ისიც უარს იტყოდა.

„მესმის, მერაბი ასე რატომ იქცეოდა. თანაგუნდელთან ჩხუბი მეც არ მენდომებოდა, თუმცა ახლა მდიდარი და წარმატებული ვარ. რა მოხდებოდა ამ მდგომარეობაში რომ არ ვიყო? არ ვიცი, რთული შეკითხვაა. თანაგუნდელებთან ჩხუბი არ მინდა...

მერაბთან ბრძოლას რაც შეეხება, ალჯამეინ სტერლინგმა ორჯერ გადამიყვანა მდგომარეობაში, რომელშიც უნდოდა რომ ვყოფილიყავი, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. თეიქდაუნების მცდელობების წინააღმდეგ თავს კარგად ვიცავ, მაგრამ არ ვამბობ, რომ ჩემი პარტერში გადაყვანა შეუძლებელია. მერაბს და ალჯოს ცოტათი განსხვავებული სტილი აქვთ და მგონია, რომ ჩემთვის სტერლინგი უფრო რთული მეტოქეა. თუმცა, ახლა საკუთარ თავში იმდენად დარწმუნებული ვარ, რომ ვფიქრობ, ყველას დავანოკაუტებ. აუცილებელია, რომ ვარჯიში განვაახლო, ვიღაცამ რამდენჯერმე მახრჩობელა ილეთზე დამიჭიროს და თავმდაბალი გამხადოს, თორემ საკუთარ თავში ძალიან ვარ დარწმუნებული“.

ცნობისთვის, ალჯამეინ სტერლინგის ჩემპიონობის დროს, მერაბი საჯაროდ აცხადებდა, რომ თანაგუნდელთან და ახლო მეგობართან არანაირი თანხის სანაცვლოდ არ იჩხუბებდა. UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა სწორედ ამის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ UFC-ში მთავარი არა მეგობრობა, არამედ მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლის გამოვლენაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კონფერენს ლიგის წილისყრა | როგორი ჯგუფები მივიღეთ
კონფერენს ლიგის წილისყრა | როგორი ჯგუფები მივიღეთ