ალექსანდრ უსიკი
Aa
Aa

9 რაუნდი და ნოკაუტი - უსიკმა დუბუა დაამარცხა და ტიტული დაიცვა

პოლონეთში, კერძოდ კი ქალაქ ვროცლავში პრომოუტერული კომპანიის К2 Promotions-ის მიერ ორგანიზებული კრივის საღამო ვიხილეთ, რომელზეც მთავარი ბრძოლა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში WBA-ს, WBO-ს, IBF-ისა და IBO-ს ვერსიებით მსოფლიო ჩემპიონის გამოვლენა იყო - ალექსანდრ უსიკი დანიელ დუბუას დაუპირისპირდა.

ორთაბრძოლა მშვიდ ტემპში დაიწყო. დუბუა ფრთხილი ტაქტიკით მოქმედებდა და უსიკისთვის ახლოს მისვლის საშუალებას არ აძლევდა.

რინგზე სიტუაცია მე-5 რაუნდიდან გამწვავდა, როცა დუბუას დარტყმის შემდეგ უსიკი დაეცა და რამდენიმე წუთი წამოდგომას ვერ ახერხებდა. რეფერიმ მიიჩნია, რომ დუბუამ მეტოქეს წელს ქვემოთ დაარტყა, რაც წესებს ეწინააღმდეგება და მას გამარჯვება არ ჩაუთვალეს.

ამის შემდეგ, მე-6 რაუნდიდან უსიკმა უპირატესობა მოიპოვა. მერვე რაუნდში უსიკმა დუბუას დაგდება შეძლო, თუმცა მან წამოდგომა მალევე მოახერხა.

მე-9 რაუნდში უკრაინელმა ბრიტანელი ისევ დააგდო, დუბუა ნოკდაუნში აღმოჩნდა რეფერიმ კი მას ბრძოლის გაგრძელების უფლება აღარ მისცა.

ამრიგად, უსიკმა ტიტული შეინარჩუნა. ეს მის კარიერაში 21-ე ბრძოლა იყო და ის დღემდე დაუმარცხებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდებული ნოკაუტი - ჰოლოვეიმ კორეელი ზომბი გათიშა
დიდებული ნოკაუტი - ჰოლოვეიმ კორეელი ზომბი გათიშა