დათუნა შავაძე
Aa
Aa

შავაძის ვერცხლი საბავშვო ოლიმპიადაზე - 14 წლის გმირი წალკიდან

საქართველოს კიდევ ერთი გმირი ჰყავს. ეს წალკელი დათუნა შავაძეა, რომელმაც ბრაზილიაში გამართულ საბავშვო ოლიმპიადაზე, ბერძნულ/რომაულ სტილით ჭიდაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

14 წლის ფალავანი, 44 კგ კატეგორიაში გამოდიოდა. მეოთხედფინალურ სტადიაზე დათუნამ ამერიკელი თანატოლი ჰანტერ მაკგრა ვადაზე ადრე დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

შავაძემ ნახევარფინალში მასპინძელი ანტონიო მარკი ქულების აშკარა უპირატესობით დაამარცხა. სამწუხაროდ, ფინალში დათუნა სომეხ ათჰენიანთან დამარცხდა და როგორც უკვე მოგახსენეთ, ვერცხლის მედალს დასჯერდა.

CrystalSport დათუნა შავაძეს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

როგორ მოემზადე ოლიმპიადისთვის? სრულფასოვნად მომზადებისთვის გქონდა, თუ არა ყველა პირობა?

„დიახ, რა თქმა უნდა, მქონდა. ჩემს მომზადებაზე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯემალ ბაკურიძე და პირადი მწვრთნელი ელიზბარ გოგიტიძე ზრუნავდნენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, რადგან საუკეთესო პირობები შემიქმნეს.“

როგორი ემოცია იყო შენთვის ასეთი წარმატების მიღწევა და როგორ ფიქრობ, რა დაგაკლდა ფინალის მოსაგებად?

„ეს ყველაფერი დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ვფიქრობ, ფინალში გარკვეული შეცდომები დავუშვი და ამ მიზეზით ვერ გავიმარჯვე, მაგრამ შეცდომებს აუცილებლად გამოვასწორებ!! ამას ყველას ვპირდები. ჩემი მწვრთნელები დამეხმარებიან და მომავალში უკეთესად ვიასპარეზებ.“

სამომავლო გეგმები?

„ახლა ჩემი მთავარი საზრუნავი ევროპის ჩემპიონობა და ტიტულის დაცვაა.

ფოტო - "სპორტული თაობა"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები