ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური, უნგრეთის მასტერსი
Aa
Aa

ბექაური VS მაისურაძე - უნგრეთის მასტერსზე ქართული ფინალი იქნება!

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მასტერზე -90 კგ. წონით კატეგორიაში ქარტული ფინალი შედგება.

ტურნირის ფინალში ერთმანეთს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე და მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური შეხვდებიან.

ლუკა მაისურაძემ ნახევარფინალში იტალიელ კრისტიან პარლატის თითქმის 10-წუთიან ბრძოლაში იპონით მოუგო.

რაც შეეხება ლაშა ბექაურს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა ნახევარფინალში უზბეკ დავლატ ბობონოვს შეხვედრის დაწყებიდან 1 წუთში, ასევე იპონით სძლია.

ფინალური ბლოკი საქართველოს დროით 19:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები