საბა ასანიძე
Aa
Aa

U20 ძალოსნობა: საბა ასანიძე ევროპის ჩემპიონია

ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საბა ასანიძემ და ნიკოლოზ ესართიამ (ორივე 81 კგ) ქართულ დელეგაციას ოქროს და ვერცხლის მედლები შემატეს.

საბა ასანიძემ ატაცში სამივე ცდა 141 / 144 / 147 კგ. წარმატებით დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ატაცში ჩემპიონობა იზეიმა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 175 / 180 კგ. დაძლია და კვლავ ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ასევე უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 327 კილოგრამითაც.

ნიკა ესართიამ კი 138 / 142 კილოგრამის წარმატებით დაძლევის შედეგად, ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო და ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ესართიამ აკვრაში 168 კგ. დაძლია მე-6 ადგილზე გავიდა,  ორჭიდში მოგროვილი 310 კილოგრამით კი მე-4 ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოთამაშეებით კმაყოფილი ვარ“ - ზუროსმა ტრევიზოს კემპი შეაფასა
„მოთამაშეებით კმაყოფილი ვარ“ - ზუროსმა ტრევიზოს კემპი შეაფასა