ტერენს კროუფორდი, ეროლ სპენსი
Aa
Aa

წლის ბრძოლა: კროუფორდმა სპენსი მე-9 რაუნდში დაამარცხა

ლას ვეგასში კრივის საღამო გაიმართა, რომლის მთავარი ღონისძიება მსოფლიოს უდავო საშუალო წონაში სატიტულო ბრძოლა იყო - ტერენს კროუფორდი ეროლ სპენსის წინააღმდეგ.

ქომაგები წლებია მათ ბრძოლას ელოდნენ და როგორც იქნა შედგა. ამ წონაში 3 ქამარი სპენსს ჰქონდა, ხოლო 1 კროუფორდს. დღემდე ორივე დაუმარცხებელი იყო.

ყველა ელოდა, რომ ბრძოლა თანაბარი და რთულად გამოსაცნობი სცენარის იქნებოდა, თუმცა კროუფორდმა მეტოქეს აშკარად აჯობა. სპენსის ნოკდაუნში გაგზავნა რამდენჯერმე შეძლო. აღსანიშნავია, რომ აქამდე სპენსი ნოკდაუნში არასდროს ჩაუგდიათ.

საბოლოოდ, მე-9 რაუნდში კროუფორდმა ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. არბიტრმა ბრძოლა შეაჩერა.

ამჟამად კროუფორდს კარიერაში 40 ბრძოლაში 40 გამარჯვება აქვს (31 ნოკაუტით).

სპენსისთვის ეს მარცხი კარიერაში პირველი იყო. ის კროუფორდთან ბრძოლას 28-0 რეკორდით (22 ნოკაუტით) შეხვდა.

„ჯანდაბა, დიახ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს კიდევ ერთხელ. იმედია დეკემბერში, წლის ბოლოს და იმედია 154 ფუნტზე“,

- თქვა ეროლ სპენსმა ბრძოლის შემდეგ და რემატჩი მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბურთის მიღების წერტილი შეიცვლება“ - გარსია კვარას პოზიციას უცვლის
„ბურთის მიღების წერტილი შეიცვლება“ - გარსია კვარას პოზიციას უცვლის