სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

მსოფლიო რეიტინგი: სანდრო ბაზაძემ პირველობა განიმტკიცა

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ დღეს რეიტინგი განაახლა. სასიამოვნოა, რომ ქართველმა სანდრო ბაზაძემ, მსოფლიოს ნომერ პირველი ხმლით მოფარიკავის წოდება შეინარჩუნა და პირველობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

განახლებულ რეიტინგში ბაზაძეს 303 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს ამერიკელ ელი დერშვიცს 130 ქულით უსწრებს, რაც სოლიდური სხვაობაა.

მესამე პოზიციაზე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი უნგრელი არონ სილაგი იმყოფება, რომელსაც 172 ქულა აქვს.

შეგახსენებთ, რომ ფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში სანდრო ბაზაძემ პირველად იასპარეზა და ამერიკელ ელი დერშვიცთან 6:15 დამარცხდა. ამერიკელი დიდ უპირატესობას ფლობდა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

აღსანიშნავია,რომ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატების თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ინდივიდუალურ პირველობაში ქართველმა მოფარიკავმ ფინალში პირველად იასპარეზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს აღზევება | GOAL-ის სტატია ქართული ფეხბურთის პროგრესზე
საქართველოს აღზევება | GOAL-ის სტატია ქართული ფეხბურთის პროგრესზე