სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

დასანანი მარცხი - ბაზაძის ვერცხლი მსოფლიოს ჩემპიონატზე

ფარიკაობაში, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში სანდრო ბაზაძემ პირველად იასპარეზა და ამერიკელ ელი დერშვიცთან 6:15 დამარცხდა. ამერიკელი დიდ უპირატესობას ფლობდა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

აღსანიშნავია,რომ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატების თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ინდივიდუალურ პირველობაში ქართველმა მოფარიკავმ ფინალში პირველად ისპარეზა.

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძემ გერმანელ ლუის ბონაჰის, ტუნისელ ფარეს ფერჯანისა და ამერიკელ მიჩელ სერონის სძლია, მეოთხედფინალში კი იაპონელი კენტო იოშიდა 15-9 დაამარცხა. ნახევარფინალში სანდრო ბაზაძემ ეგვიპტელ ზიად ელსისის დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და საბოლოოდ ქართველის გამარჯვებით დასრულდა - 15:14.

შეგახსენებთ, სანდრო ბაზაძე მსოფლიოს ნომერ პირველი მოფარიკავეა, 2022/23 წლების სეზონში უნიკალური მიღწევა დააფიქსირა, სეზონის 11-ვე ძირითად ტურნირზე მედალი მოიპოვა (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ევროპული თამაშები, გრან-პრი, მსოფლიო თასი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები