სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - ბაზაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

ფარიკაობაში, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში სანდრო ბაზაძემ ეგვიპტელ ზიად ელსისის დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და საბოლოოდ ქართველის გამარჯვებით დასრულდა - 15:14.

აღსანიშნავია,რომ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატების თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ინდივიდუალურ პირველობაში ქართველი მოფარიკავე ფინალში პირველად ისპარეზებს.

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძემ გერმანელ ლუის ბონაჰის, ტუნისელ ფარეს ფერჯანისა და ამერიკელ მიჩელ სერონის სძლია, მეოთხედფინალში კი იაპონელი კენტო იოშიდა 15-9 დაამარცხა.

ფინალური შეხვედრა 20 საათსა და 25 წუთზე დაიწყება. ამ ეტაპზე სანდროს მეტოქე უცნობია.

შეგახსენებთ, სანდრო ბაზაძე მსოფლიოს ნომერ პირველი მოფარიკავეა, 2022/23 წლების სეზონში უნიკალური მიღწევა დააფიქსირა, სეზონის 11-ვე ძირითად ტურნირზე მედალი მოიპოვა (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ევროპული თამაშები, გრან-პრი, მსოფლიო თასი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები