პირველი მედალი ევროპულ თამაშებზე - ნადირაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა
პოლონეთში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას პირველი მედალი ზაზა ნადირაძემ მოუტანა.
ქართველმა ნიჩბოსანმა 200 მეტრ დისტანციაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალურ გაცურვაში საქართველოს მედროშემ საშეჯიბრო დისტანცია 39,796 წამში გაიარა და ჩემპიონს მხოლოდ +0.096 წამით ჩამორჩა.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
ამავე დისტანციის ფინალში მარიამ ქერდიკაშვილმა იასპარეზა. სამწუხაროდ ქართველმა სპორტსმენმა 200 მეტრიანი დისტანცია 49.789 წამში დაძლია და მხოლოდ მე-8 ადგილს დასჯერდა.