ერეკლე თავბერიძე, საბა ფურცელაძე, საბა სურმანიძე, ლუკა ლომაძე, იური ჩაფიძე, გიორგი ჭიკაიძე
Aa
Aa

ბრწყინვალე გამოსვლა: ორი ოქრო ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატზე

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატზე ერეკლე თავბერიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. მან ნახევარფინალში სომხეთის სახელით მოასპარეზე კარაპეტიანი დაამარცხა, ფინალში მოლდოველ მაქსიმ სარმანოვს აჯობა. აღსანიშნავია, რომ ფინალური დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, ერეკლემ 3:2 გაიმარჯვა.

ერეკლე თავბერიძის მსგავსად საბა ჩილაშვილმაც (110 კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა.


აღნიშნულ ტურნირზე იური ჩაფიძემ (48 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ასევე, საბა სურმანიძე (60 კგ.), გიორგი ჭიკაიძესა (65 კგ), საბა ფურცელაძე (92 კგ.) და ლუკა ლომაძე (71 კგ.) ნახევარფინალში გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები