ბათუმის დინამო, წყალტუბოს სამგურალი
Aa
Aa

ფრე წყალტუბოში - სამგურალმა და ბათუმის დინამომ ქულები გაიყვეს

Crystalbet ეროვნული ლიგის მორიგ ტურში „სამგურალმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში მე-11 წუთზე ნიქაბაძემ გახსნა. გაშვებულ გოლში სტუმართა მეკარის ბრალეულობა საკმაოდ მაღალია. რა თქმა უნდა, გეგუჩაძის შეგირდები მარცხს არ ეგუებოდნენ და შეტევაში გააქტიურდნენ.

32-ე წუთზე წყალტუბოელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად მამუჩაშვილმა შეასრულა. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში, უპირატესობა ბათუმელთა მხარეს იყო, მაგრამ გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს. რიგ ეპიზოდში მასპინძელთა მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იყო. საბოლოოდ ფრე და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, ორივე გუნდს 32 ქულა დაუგროვდა, მაგრამ ბურთების უკეთესი შეფარდების გამო პირველ პოზიციაზე „დინამოა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოკეტე!“ - „ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კევინმა მიყვირა“
„მოკეტე!“ - „ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კევინმა მიყვირა“