ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კარგი ამბავი - კვარამ ვარჯიში განაახლა და ინტერთან ითამაშებს

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ვარჯიშზე მიღებული დაზიანების გამო შესაძლოა „ინტერთან“ მატჩი გამოეტოვებინა.

დღეს, ნეაპოლელებმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარეს და სასიხარულოა, რომ კვარაცხელია გუნდთან ერთად იმყოფებოდა და დისკომფორტის გარეშე ივარჯიშა.

Areanapoli-ის ცნობით, ტრავმირებული ზედადკა და კვარაცხელია ამჟამად სრულ მზადყოფნაში არიან და კვირას „ინტერთან“ მატჩისთვის სპალეტის განკარგულებაში იქნებიან.

ამრიგად, „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის წინააღმდეგ, მხოლოდ ირვინგ ლოზანო დააკლდება.

ნეაპოლელები უკვე ჩემპიონები არიან და მათი მოტივაცია ბოლო მატჩებში შემცირებულია, თუმცა უმოტივაციობას არ უჩივის „ინტერი“, რომელიც თანაქალაქელ „მილანს“ 5 ქულით უსწრებს და სერია A-ს დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრი ადგილისთვის სწორედ ეს ორი გუნდი იბრძვის. ინძაგისთვის ხვალინდელ მატჩში გამარჯვება დასახულ მიზანს თითქმის შეასრულებს.

„დიეგო მარადონაზე“ გასამართი შეხვედრა ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პეპის სიგიჟეს ალღო ვერავინ აუღო! ლიბეროს დაბრუნება? | ც9
პეპის სიგიჟეს ალღო ვერავინ აუღო! ლიბეროს დაბრუნება? | ც9