ისტორიაში მეათედ - ინტერმა კოპა იტალია მოიგო
კოპა იტალიის თასის ფინალში ერთმანეთს ლაციო და ინტერი დაუპირისპირდნენ. ამ უკანასკნელმა 2:0 გაიმარჯვა და აღნიშნული ტურნირი ისტორიაში მეათედ მოიგო.
ნერაძური მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და არაერთ მომენტს ქმნიდა. თავისი მომენტები რომაელებსაც ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.
ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა. ბურთი საკუთარ კარში მარუშიჩმა ჩაჭრა. ინტერი ამაზე არ გაჩერდა და 35-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა სხვაობა 2-ბურთიანი გახადა.
მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და ნერაძურიმ ჩემპიონობა, როგორც უკვე მოგახსენეთ ისტორიაში მეათედ მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კრისტიან კივუს გუნდმა დუბლი შეასრულა - ინტერმა კოპა იტალიამდე სერია ა მოიგო. ჩემპიონთა ლიგაზე ნერაძური პლეი-აუტში ბოდო გლიმტთან დამარცხდა.