საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

ისტორია დაიწერა! - საქართველოს ნაკრებმა შერეულ ჩათვლაში პირველი მედალი მოიპოვა

კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

გადამწყვეტ შეხვედრაში, ქართველი ძიუდოისტები გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 4:2 გაიმარჯვეს.

პირველ შეხვედრაში ტატამიზე ლაშა შავდათუაშვილი წარსდგა, რომელმაც ალექსანდერ გაბლერი ვაზარით დაამარცხა. მომდევნო ორთაბრძოლაში დებიუტანტი ეთერ ასკილაშვილი გიოვანა სკოხიმაროსთან იპონით დამარცხდა. შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ჯერი დადგა, რომელმაც მარტინ მატიასს მარტივად, ორი ვაზარით მოუგო. ბექაურის შემდეგ ტატამიზე სოფიო სომხიშვილი გამოვიდა, რომელმაც ანა მონტა ოლეკს ვერაფერი მოუხერხა და შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე იპონით დამარცხდა. ბრწყინვალე გდებით მოიგო გურამ თუშიშვილმა, რომელმაც საქართველოს ნაკრები დააწინაურა, გადამწყვეტი მატჩი კი ეთერ ლიპარტელიანს ერგო, რომელმაც ბალჰაუსი ჯერ ვაზარიზე დააგდო, შემდეგ კი ბრძოლა გამარჯვებამდე მიიყვანა და შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად შეძლო შერეულ ჩათვლაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება. ამასთან, ქართველმა ძიუდოისტებმა შერეულ ჩათვლაში 2024 წლის პარიზის ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებაც შეძლო.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა შერეულ ჩათვლაში პირველად შეძლო მედლის მოპოვება.

აქვე გეტყვით, რომ ინდივიდუალურ ასპარეზზე ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მამაკაცთა შორის ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.) და ლუკა მაისურაძე (-90 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურის (-90) ანგარიშია, ბრინჯაოს მედალს კი გიორგი სარდალაშვილი დასჯერდა (-60 კგ.).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი ადგილი გუნდურ ჩათვლაში - საქართველოს ისტორიული შედეგი
პირველი ადგილი გუნდურ ჩათვლაში - საქართველოს ისტორიული შედეგი