ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური, გიორგი ათაბეგაშვილი
Aa
Aa

„ჩემპიონთა ქარხანა“ - IJF-ის მაგარი სტატია საქართველოზე

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ოფიციალურ ვებ გვერდზე ნიკოლას მესნერის სტატია გამოქვეყნდა, სახელწოდებით - „ჩემპიონთა ქარხანა“, რომელიც ქართული ძიუდოსა და მისი აღორძინების პერიოდზე, აწმყოზე და ასევე იმედისმომცემ მომავალზე მოგვითხრობს.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქართველ სპორტსმენს აქვს უდავო ფიზიკური და ტექნიკური თვისებები, უნარები, მათ ასევე ზედამხედველობს ფედერაცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივას ისახავს მიზნად.

2017 წლიდან „გამოწვევა 2020“-ში პერსპექტიული ახალგაზრდა ძიუდოისტების ჯგუფი შეიკრიბა. მათ შორის არიან ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი. ეს სახელები თქვენთვის არაფერს ნიშნავს? პირველი ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, მეორე და მესამე ახლახან დოჰაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ვიცე-პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც „Challenge 2020“-ის პროგრამას განმარტავს, თუ როგორ მუშაობს იგი:

„2017 წელს მივხვდით, რომ მხოლოდ ჩვენი ძიუდოისტების ნიჭის იმედი არ უნდა ვყოფილიყავით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იყო ნიჭიერი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, მით უმეტეს, თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ფიქრობთ, საერთაშორისო დონეზე კონკურენცია ძალიან ინტენსიურია, ყველა ქვეყანას სურს წარმატებით ასპარეზობა და ყველგან არიან ნიჭიერი სპორტსმენები.

კადეტთა შეჯიბრებებზე ჩვენ დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა ძიუდოისტების გამოვლენა დავიწყეთ. ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ასევე გვაქვს 15-წლამდელთა საკლუბო ჩემპიონატი საქართველოში, რამაც კარგი მინიშნებები მოგვცა.

გადავწყვიტეთ ორი პროგრამა ერთდროულად გაგვეშვა. ერთი მთავარი ნაკრებისთვის და მეორე ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენებისთვის. ეს ყველაფერი ეხებოდა ძიუდოს უნარებს, მაგრამ არა მხოლოდ ამას. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ კარგ პირობებში ევარჯიშათ. ეს ასევე მოიცავდა ზოგად ძიუდოს ცოდნას, ფიზიკურ და გონებრივ მომზადებაზე. ნაბიჯ-ნაბიჯ გამოწვევა 2020 გახდა ყველასათვის დიდი მოტივაცია. მან შექმნა პოზიტიური თანხვედრა ძველ და ახალგაზრდა თაობებს შორის. ასე რომ, ძირითადად ორი ქართული გუნდი გვყავდა, უკვე გამოცდილი ჩემპიონი და მომავალი. დღეს ჩვენ ამ სტრატეგიის შედეგებს ვიღებთ.

ჩვენ უკვე დავიწყეთ შემდეგი ნაბიჯები და ვსაუბრობთ გამოწვევა 2024-ზე და თუნდაც 2028-ზე. პროგრამა მდგრადია, მოაქვს ბევრი ემოცია და ენერგია“.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი ათაბეგაშვილისთვის ყველაფერი ნათელია:

„დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ როგორც ფედერაცია, ისე თავად ძიუდო საქართველოში არის ქართული სპორტის სამაგალითო მოდელი, თუ როგორ შეიძლება რეფორმების გატარება და პროგრესი მიღწეული იყოს სპორტის ნებისმიერ სახეობაში. ქართულ ძიუდოს ყოველთვის ჰქონდა შედეგი, თუმცა არც ისე მასშტაბური. დღევანდელი მიღწევები კარგად ორგანიზებული სისტემის დამსახურებაა, რომელმაც ნაკრებში შექმნა ჯანსაღი კონკურენცია და იზრუნა მომავალი თაობების აღზრდაზე.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს რეფორმები ძიუდოში დაიწყო ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მიერ, რომელმაც ძიუდოს განვითარება ახალ სიმაღლეზე აიყვანა და ახალი ინოვაციური მიდგომები შესთავაზა.

გამოწვევა 2020, რომელიც არის ინოვაციური მიდგომა ქართული რეალობისადმი, რეფორმების გზაზე უზარმაზარი ნახტომი იყო. ფედერაციამ შეარჩია ნიჭიერი ახალგაზრდები, გაიყვანა შეჯიბრებებზე, საშუალება მისცა საწვრთნელ ცენტრში ეცხოვრათ და ისინი მკაცრ რეჟიმზე გაატარეს. სპორტსმენებს ვარჯიშის გარდა საფიქრალი სხვა არაფერი ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ ყველაფერთან ერთად ფედერაციამ სპორტსმენების განათლებაზე იზრუნა, მასწავლებლების აყვანა სასკოლო პროგრამებისთვის - და ეს ყველაფერი ნაყოფიერი გამოდგა.

გამოწვევა 2020-თან ერთად დიდი ყურადღება დაეთმო დისციპლინასაც. გვინდოდა ახალგაზრდები სპორტულ გარემოს თავიდანვე შეგვეჩვია. ფედერაციამ გააფორმა კონტრაქტები სპორტსმენებთან, დაადგინა ქცევის კოდექსი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავდა სპორტსმენებს რის უფლებას აძლევდნენ.

გარდა ამისა, ფედერაციამ ასევე შეიმუშავა სპეციალური პროგრამები მწვრთნელებისთვის და ჩაატარა რამდენიმე ტრენინგი მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ჩვენი გუნდი უმაღლესი მიზნისთვის მთელი ძალისხმევით მუშაობს. სპორტსმენების, მწვრთნელების, ექიმების, ფედერაციის და თითოეული ადამიანის მიერ გაწეული დიდი შრომა ნამდვილად დაფასდა და რეკორდულ შედეგს მივაღწიეთ. ეს არის ერთი გზა, ერთი ხედვა, ერთი გუნდი. ეს საქართველოს ძიუდოს ფედერაციაა და ვფიქრობთ, ასეთ გაერთიანებულ, შედეგზე ორიენტირებულ გუნდს იშვიათად ნახავთ არამარტო ძიუდოში, არამედ სპორტის ნებისმიერ სახეობაში“.

სხვა ქვეყნები გაფრთხილებულია, საქართველოს ჰქონდა გეგმა და ის საუკეთესოდ განახორციელეს. მათ ჯერ კიდევ აქვთ გეგმა და ადრე თუ გვიან, ისინი გააგრძელებენ შედეგების მიღებას და გამარჯვებებს“.

- წერს მესნერი.

დოჰაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. საქართველოს მამაკაცთა ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი 4 მედლითა და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი წარმატება - სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასი მოიგო
მორიგი წარმატება - სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასი მოიგო