გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მერვე მშრალი მატჩი | მამარდას ვალენსიამ ხეტაფეს მოუგო

ლა ლიგის 35-ე ტურში „ვალენსია“, რომლის კარსაც საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იცავს, „მესტალიაზე“ „ხეტაფეს“ დაუპირისპირდა და 3:0 გაიმარჯვა.

„ღამურებმა“ ანგარიში უკვე მე-8 წუთზე გახსნეს - უგო დუროს მოპოვებული 11-მეტრიანი პეპელუმ გამოიყენა. მე-18 წუთზე დიეგო ლოპესმა მასპინძლების უპირატესობა გაზარდა. 37-ე წუთზე უგო დურომ კიდევ ერთი პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ამჯერად უკვე თავად შეასრულა და „ვალენსიას“ უპირატესობა სამამდე გაზარდა.

რაც შეეხება მამარდაშვილს, პირველ ტაიმში მას ორი ეფექტური მოგერიება ჰქონდა, მეორე ტაიმში კი საქმე არ ჰქონია. ქართველმა მეკარემ Sofascore-ისგან 7,9-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 3 მოგერიება, 30-დან 25 ზუსტი პასი (83%) და 12-დან 7 ზუსტი გრძელი პასი.

ქართველმა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-8 მშრალი მატჩი ჩაატარა, Sofascore-მა კი მამარდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

მამარდას საუკეთესო მომენტები:

35 მატჩის შემდეგ „ღამურებს“ 45 ქულა აქვთ - ამ დროისთვის მამარდას გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-9 ადგილზეა და ევროპა ლიგაზე ან კონფერენს ლიგაზე გასვლის შანსებს ინარჩუნებს. მომდევნო მატჩს „ვალენსია“ 14 მაისს, გასვლაზე, „ალავესის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქარსელაძე ცვლილებაზე ათამაშეს | რიუ ავეს უხვგოლიანი ფრე ნასიონალთან
ქარსელაძე ცვლილებაზე ათამაშეს | რიუ ავეს უხვგოლიანი ფრე ნასიონალთან