ქარსელაძე ცვლილებაზე ათამაშეს | რიუ ავეს უხვგოლიანი ფრე ნასიონალთან
პორტუგალიის უმაღლესი ლიგის 33-ე ტურში „ნასიონალი’’ - „რიუ ავე’’ 3:3 დასრულდა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ „რიუ ავეს’’ სათადარიგოთა სკამზე ქართველი ფეხბურთელ გიორგი ქარსელაძე იჯდა. მთავარმა მწვრთნელმა არმანდუ პეტიმ თამაშში 88-ე წუთზე ჩართო, ტრავმირებული თანაგუნდელი ჟოაუ პედრუ შეცვალა, მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშა. თამაშში კარგად ჩაერთო, მსაჯის მიერ დამატებული წუთების ჩათვლით მოედანზე 10 წუთი გაატარა.
პირველი ტაიმი „რიუ ავემ'' 0:3 მოიგო. მეორე ტაიმში გოლები 46-ე, 90-ე და მე-4 დამატებულ წუთებზე გაუშვა. გაშვებული ორი გოლი ქარსელაძის შეცდომას არ მოჰყოლია.
20 წლის ქართველი მცველი „რიუ ავეს’’ აღზრდილია, 2022-23 წლების სეზონში პირველ გუნდში პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში ორ მატჩში ითამაშა. მას შემდეგ პირველ გუნდთან ერთად რეგულარულად ვარჯიშობს და ოფიციალურ მატჩებს 23-წლამდე გუნდში ატარებს. ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული მცველია. ნამდვილად აქვს პოტენციალი, რომ „რიუ ავეს’’ პირველ გუნდში თავი დაიმკვიდროს.
23-წლამდე გუნდში მარჯვენა „ვინგბექის'' პოზიციაზე თამაშობს, დღეს საპირისპირო ფლანგზე ვიხილეთ.
პორტუგალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტური რჩება და შესაძლოა ბოლო ტურშიც ათამაშონ. „რიუ ავემ’’ 33 მატჩში 37 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზეა. ბოლო ტურში, 17 მაისს „ჟილ ვისენტეს’’ მიიღებს.
გიორგი ქარსელაძე საქართველოს მოქალაქეა, საქართველოს 19 და 20-წლამდე ნაკრებებში უთამაშია.