დიეგო სიმეონე
Aa
Aa

„ენრიკეს მოსვლის შემდეგ პსჟ-ში სტაბილურობამ დაისადგურა“ - სიმეონე

„ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებზე ისაუბრა და აღნიშნა, თუ რა წვლილი მიუძღვის პსჟ-ის თავკაც ლუის ენრიკეს გუნდის წარმატებებში.

დიეგო სიმეონე:

„ყველა ოცნებობს ჩემპიონატის, თასის, ჩემპიონთა ლიგის, სუპერთასის მოგებაზე... მაგრამ რეალობა ისეთია, რომ იგებს მხოლოდ ერთი გუნდი.

„პარი სენ-ჟერმენში“ უკვე არაერთი წელია იცვლებიან მწვრთნელები, ფეხბურთელები, მიდგომები, და მხოლოდ ახლა, როცა ლუის ენრიკეს მოსვლის შემდეგ სტაბილურობამ დაისადგურა, გუნდმა გამოწვევებზე პასუხი დაიწყო.

რაც შეეხება „ინტერს“, ბოლო 3 წელიწადში ეს გუნდი უმაღლეს დონეზე თამაშობს - თანაც, სხვა ტოპ-კლუბებთან შედარებით მათ მოკრძალებული ბიუჯეტი აქვთ. „ინტერის“ ძლიერი მხარე გუნდური მუშაობა და კოლექტიური პასუხისმგებლობაა. 3 წელიწადში ორი ფინალი - ეს მუხლჩაუხრელი და სისტემური მუშაობის შედეგია“.

ცნობისთვის, „ინტერმა“ ნახევარფინალში „ბარსელონას“, ხოლო „პარი სენ-ჟერმენმა“ ლონდონის „არსენალს“ სძლია. ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალი 31 მაისს მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელია ყველაზე სახიფათოა“ | რა თქვა კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებზე
„კვარაცხელია ყველაზე სახიფათოა“ | რა თქვა კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებზე