სამსაჯო შეცდომები გაზრდილია - პრემიერლიგის საყურადღებო სტატისტიკა
Aa
Aa

სამსაჯო შეცდომები გაზრდილია - პრემიერლიგის საყურადღებო სტატისტიკა

გასულ სეზონთან შედარებით ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატში არბიტრების შეცდომებმა იმატა. ამის შესახებ სპეციალური დასკვნა პრემიერლიგის სადავო ეპიზოდების განმხილველმა კომისიამ გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 14 მარტიდან 16 მარტამდე ოთხი სერიოზული სამსაჯო შეცდომა იქნა დაშვებული, მთლიანობაში კი წელს ჩატარებულ 30 ტურში თემიდის მსახურები 54-ჯერ შეცდნენ.

შედარებისთვის გეტყვით, რომ შარშანდელ სეზონში ამ დროს არბიტრების მხოლოდ 44 ლაფსუსი იყო დაფიქსირებული. სხვათა შორის, მსაჯების შეცდომებად აღიქვამენ იმ ეპიზოდებსაც, რომელშიც VAR-ის სისტემა უნდა ჩარეულიყო, თუმცა არ ჩაერია. არადა, პროტოკოლის მიხედვით, შეხვედრის მიმდინარეობისას არსებობს რამდენიმე ისეთი ეპიზოდი, სადაც ვიდორეფერი საქმეში მხოლოდ მთავარი მსაჯის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში ერთვება.

ცნობისათვის, ცალკე არსებობს ვიდეორეფერის მუშაობის შემსწავლელი კომისია და მონაცემები აქაც საგანგაშოა - წლევანდელ სეზონში დაფიქსირებულია VAR-ის 18 შეცდომა, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც მთლიანად შარშანდელ გათამაშებაში და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ კიდევ 72 მატჩია გასამართი, ადვილი წარმოსადგენია, რამდენად გაიზრდება ეს მონაცემები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლომაია: „ალისონი წავა და მამარდა პირველი ნომერი გახდება“
ლომაია: „ალისონი წავა და მამარდა პირველი ნომერი გახდება“