რაფინია დიასი
Aa
Aa

ტრავმა დადასტურდა - ბარსელონამ რაფინიას დაბრუნების ვადები დაასახელა

„ბარსელონას“ ბრაზილიელ გარემარბს, რაფინიას მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს და ის „ბლაუგრანას“ უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება. ინფორმაცია ამის შესახებ კატალონიურმა კლუბმა გაავრცელა. 

„მას შემდეგ, რაც ბოსტონში საფრანგეთთან ამხანაგური მატჩის დროს რაფინიამ დისკომფორტი იგრძნო, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების შედეგად მას მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა დაუდგინდა.

ფეხბურთელი ბარსელონაში დაბრუნდება და მკურნალობის კურსს დაიწყებს. სავარაუდოდ, ბრაზილიელი შემტევი მოედანზე 5 კვირაში დაბრუნდება“.

შესაბამისად, რაფინია გუნდს ჩემპიონთა ლიგის ორივე მეოთხედფინალში ვერ დაეხმარება და „ატლეტიკოსთან“ ლა ლიგაში დაგეგმილ მატჩსაც გამოტოვებს.

გარდა ამისა, ფლიკის გუნდი ბრაზილიელის გარეშე დაუპირისპირდება „ესპანიოლს“, „სელტასა“ და „ხეტაფეს“, ხოლო „ოსასუნას“ წინააღმდეგ მაისის დასაწყისში ჩანიშნული შეხვედრისთვის ბრაზილიელი უკვე მწყობრში უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2-ის ნაცვლად 7 თვე? ბარსას შესაძლოა კამპ ნოუს დატოვება მეორედ მოუწიოს
2-ის ნაცვლად 7 თვე? ბარსას შესაძლოა კამპ ნოუს დატოვება მეორედ მოუწიოს