სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის სუპერმატჩი - ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე

სანდრო მამუკელაშვილმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. „ტორონტომ“ საკუთარ დარბაზში „ნიუ ორლეანი“ 13-ქულიანი სხვაობით, 119:106 დაამარცხა, „რეპტორსის“ 26 წლის ქართველი კალათბურთელი კი საკუთარი გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ და ორმაგი დუბლის შესრულებამდე მცირედი დააკლდა.

სანდრო შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და საერთო ჯამში პარკეტზე გატარებულ 21 წუთში 18 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა დააგროვა. მამუკელაშვილმა ხუთიდან სამი სამქულიანი, ცხრიდან ოთხი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. ცხრიდან შვიდ შემთხვევაში ბურთი დაცვაში ასპარეზობისას მოხსნა და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ცნობისათვის, 41 მოგებითა და 32 წაგებით „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას სანდრო მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები საკუთარ დარბაზში გოგა ბითაძის „ორლანდოსთან“ გამართავენ და ეს მატჩი თბილისის დროით, 30 მარტს, 02:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რიდის 14 ქულა - ტრაბზონი კონკურენტთან დამარცხდა
რიდის 14 ქულა - ტრაბზონი კონკურენტთან დამარცხდა