„ძალიან ძლიერი მეტოქე გველოდება“ - იანკაუსკასი საქართველოს ნაკრებზე
Aa
Aa

„ძალიან ძლიერი მეტოქე გველოდება“ - იანკაუსკასი საქართველოს ნაკრებზე

ისრაელთან ფრედ ნათამაშები ამხანაგური მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები ლიეტუვაში გაემგზავრა, სადაც კვირას ედგარას იანკაუსკასის გაწვრთნილ ლიეტუვის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ჯვაროსნების შემდეგმა ოპონენტმა გუშინ ამხანაგურ მატჩში სტუმრად მოლდოვას მოუგო - 2:0. გოლები იუსტას ლასიცკასმა (რიეკა) და გვიდას გინეიტისმა (ტორინო) გაიტანეს. პრესკონფერენციაზე იანკაუსკასმა მოგებული მატჩი შეაფასა და საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა.

„მოლდოვასთან სოლიდური მატჩი ჩავატარეთ. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, საკუთარ კარებთან მეტოქე საერთოდ არ მიუშვა, მაგრამ ბურთს კარგად ვაკონტროლებდით, ბევრი მომენტი შევქმენით და ორი ლამაზი გოლი გავიტანეთ. ამხანაგური მატჩი იყო, ამიტომ ბევრი ფეხბურთელი გამოვცადეთ. საბოლოო ჯამში, მოვიგეთ, კარი მშრალად შევინახეთ, ამიტომ კმაყოფილი ვარ.

მოლდოვა მარტივი მეტოქე არაა, მაგრამ ყველა, ვინც მოედანზე იყო, ცდილობდა, თავი კარგად წარმოეჩინა. უნდა გვჯეროდეს ფეხბურთელების და მივცეთ მათ საერთაშორისო დონეზე გამოცდილება მიიღონ, იმიტომ რომ ეს დონე ძალიან განსხვავდება ლიეტუვის ჩემპიონატის დონისგან.

კვირას საქართველოს სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვეყოლება. მინდა, გულშემატკივრები სტადიონზე მოვიდნენ და ჩვენს გუნდს დაუჭირონ მხარი, იმიტომ რომ ლიეტუვის ნაკრები ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად ძლიერი მეტოქე გვყავს“. 

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვა-საქართველოს მატჩი კვირას კაუნასში გაიმართება და თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გადრანი: მომავალში უკეთეს თამაშებს ვიხილავთ... ისრაელში დაბრუნების არ მეშინია
გადრანი: მომავალში უკეთეს თამაშებს ვიხილავთ... ისრაელში დაბრუნების არ მეშინია