ტიტე კალანდაძე
Aa
Aa

კალანდაძე გაუშვეს - ახალი მწვრთნელი უცხოელი იქნება

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება ტიტე კალანდაძის გათავისუფლების თაობაზე. მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრები თელ-ავივში ისრაელის გუნდთან ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა.

ფედერაციის ხელმძღვანელებს უკვე გადაწყვეტილი აქვთ, რომ კალანდაძის შემცვლელი აუცილებლად უცხოელი სპეციალისტი იქნება, რომელსაც მთავარ ამოცანად საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების კიდევ ერთხელ და ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონატზე გაყვანას დაუსახავენ. კალანდაძის ხელმძღვანელობით ქართველმა ხელბურთელებმა ზედიზედ ორჯერ, 2024 და 2026 წლის კონტინენტის პირველობებზე ითამაშეს და თუ პირველ შემთხვევაში ერთი მატჩი მოიგეს, მეორეში სამივე დათმეს.

შეგახსენებთ, რომ ტიტე კალანდაძის წასვლის თაობაზე პირველად საჯაროდ სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე, ირაკლი მეძმარიაშვილმა Crystalsport-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არბიტრის შეცდომების გამო არ დავმარცხებულვართ“ - კბილაშვილის შეფასება
„არბიტრის შეცდომების გამო არ დავმარცხებულვართ“ - კბილაშვილის შეფასება