რამაზ სვანაძე, ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

იეგოიანი ეროვნულ ნაკრებთან ძალიან ახლოსაა | სვანაძე ფეხბურთელით კმაყოფილია

21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურში რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა ქუთაისში ლატვიელ თანატოლებს უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ რამაზ სვანაძემ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებიდან გატანილი გოლის ავტორზე, ირაკლი იეგოიანზე ვრცლად ისაუბრა.

რამაზ სვანაძე: „ირაკლის პირველი გოლი იყო. გოლის გარდა კიდევ არაერთი მომენტი ქონდა, სადა თავის გამოჩენა შეეძლო. რა თქმა უნდა, საერთო ჯამში ირაკლითი კმაყოფილები ვართ. მას ეტყობა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა, ეტყობა ის ინტენსიურობა და ეს ყველაფერი შემთხვევით არ მოდის, ეს ყველაფერი სათამაშო პრაქტიკიდან მოდის, რომელიც მას რა თქმა უნდა ძალიან ბევრი აქვს.

ირაკლი იეგოიანი არის ერთ-ერთი ის ფეხბურთელი, რომელსაც ჩვენ არამარტო ახალგაზრდული ნაკრებისთვის, არამედ ეროვნული ნაკრებისთვის მოვიაზრებთ. დანარჩენი ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ჩვენ მისი თამაშით რა თქმა უნდა კმაყოფილები ვართ.

ახალგაზრდულ ნაკრებში მისი ინტეგრირება წინა შესარჩევ ციკლში დავიწყეთ. მაშინ ის ამ დონეზე არ თამაშობდა, მაშინ ტვენტეს მეორე გუნდში იყო, თუმცა მასში თავიდანვე იგრძნობოდა ის განსხვავებები, რაც მას აქვს. ინტენსიურობითა და ფეთქებადობით ევროპულ ფეხბურთთან ძალიან ახლოსაა. ასეთი ფეხბურთელი ჩვენ ბევრი გვჭირდება ასაკობრივ ნაკრებებსა და ეროვნულ გუნდში.

ირაკლი იეგოიანი ის ფეხბურთელია, რომელიც ეროვნულ ნაკრებთან ძალიან ახლოსაა, თუმცა როდის მოხდება მისი ეროვნულ ნაკრებში მიწვევა, ეს თავიდან ბოლომდე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია’’.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოლო ფაზაში ბევრი პრობლემა გვაქვს | სვანაძე ნაკრებისგან მეტს ელოდა
ბოლო ფაზაში ბევრი პრობლემა გვაქვს | სვანაძე ნაკრებისგან მეტს ელოდა