დელა მადალენა: დარწმუნებული ვარ, მახაჩევის დამარცხება შემიძლია
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ქვესაშუალო წონაში, ჯეკ დელა მადალენამ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ისლამ მახაჩევთან რევანშს გამართავს.
ავსტრალიელი მებრძოლი დარწმუნებულია, რომ ყოფილი მეტოქის დამარცხება შეუძლია.
„რა თქმა უნდა, რამდენიმე დღე მქონდა იმისთვის, რომ გონს მოვსულიყავი და ეს იმედგაცრუება გადამეტანა. ალბათ, ჯერ კიდევ ცოტათი მტკივა. ყველაფერი ნათელია, ვიცი, რაზე უნდა ვიმუშაო, რომ ფორმაში დავბრუნდე. დაბრუნება მინდა და იმედი მაქვს, მომავალში ისლამთან ბრძოლის კიდევ ერთი შანსი მექნება, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. დარწმუნებული ვარ, რომ მისი დამარცხება შესაძლებელია. ნებისმიერი ადამიანის დამარცხება შეიძლება. დიახ, მასთან სიამოვნებით ვიჩხუბებდი ხელახლა“, — თქვა მადალენამ.
ცნობისათვის, ჯეკ დელა მადალენამ UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ტიტული 2025 წლის მაისში, ბელალ მუჰამადის დამარცხებით მოიპოვა, თუმცა ძალიან მალე, რამდენიმე თვეში დაკარგა, როდესაც ისლამ მახაჩევთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.