ისლამ მახაჩევი, დენა უაითი
Aa
Aa

დენა უაითი: მახაჩევი ტიტულს აგვისტოში დაიცავს

UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა, კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამარს 11 ივლისს, ლას-ვეგასში, ბრძოლების საერთაშორისო კვირეულზე დაიცავდა.

„არ არის მართალი, ეს აგვისტოში იქნება“,

– დაწერა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში.

მანამდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაღესტნელი მებრძოლი ოქტაგონს ივლისში დაუბრუნდებოდა, მისმა მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა გაავრცელა. ამ დროისთვის აგვისტოში დაგეგმილი UFC-ის ნომრიანი ტურნირი ოფიციალურად დაანონსებული არ არის და არც მისი თარიღი და ლოკაციაა ცნობილი.

აბდელაზიზის თქმით, მახაჩევის მეტოქე ერთ-ერთი ტოპ ქვესაშუალოწონოსანი იქნება. სატიტულო ბრძოლის პოტენციურ კანდიდატებს შორის არიან: ნიგერიელი კამარუ უსმანი, ეკვადორელი მაიკლ მორალესი და ირლანდიელი იენ მაჩადო გარი, რომლებიც დივიზიონის რეიტინგში, შესაბამისად, მეშვიდე, მესამე და მეორე პოზიციებს იკავებენ.

34 წლის მახაჩევი ქვესაშუალო წონაში UFC-ის ჩემპიონი გასული წლის ნოემბერში გახდა, როდესაც ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ავსტრალიელი ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები