ედგარას იანკაუსკასი
Aa
Aa

იანკაუსკასი: “საქართველო ფავორიტია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის“

საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს ლიეტუვის წინააღმდეგ გამართავს. მატჩის წინ, ლიეტუვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედგარას იანკაუსკასმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

იანკაუსკასი:

„ვეცდებით თქვენს გამოცდილებას გავყვეთ, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ეხება. თქვენმა ქვეყანამ ფეხბურთში დიდი ინვესტიცია ჩადო და სწრაფად განვითარდა. თქვენ ყოველთვის იყავით ქვეყანა, რომელსაც დიდი ტალანტები ჰყავდა. მწვრთნელებიც შესაბამის განათლებას იღებენ. საერთო ჯამში, ჩვენთვის თქვენ კარგი მაგალითი ხართ.

არ ვფიქრობ, რომ დიდი უპირატესობა გექნებათ. ჩვენ სახლში ვთამაშობთ. ფურცელზე უკეთესი გუნდი ხართ, ასევე რეიტინგში, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. რა თქმა უნდა, საქართველო ფავორიტია, მაგრამ , რაც მოედანზე თამაშის დროს მოხდება, ჩვენზეც იქნება დამოკიდებული. ვადასტურებ, რომ ფავორიტები ხართ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.

ზოგადად, ფეხბურთი ძალიან შეიცვალა და უფრო დინამიკური გახდა. ჩვენი ბოლო ურთიერთშეხვედრის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა. ლეიტუვის ფეხბურთიც შეიცვალა და მეტად განვითარდა. გამოსაყოფია ინფრასტრუქტურაც. კარგ და საინტერესო მატჩს ველოდები.

მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგე ზოგადად ფეხბურთი შეიცვალა. ახლა უფრო ბევრი სუსტი გუნდია და წარმატების მიღწევა უჭირთ. სუსტი გუნდები მეტოქის შეცდომებს ელოდებიან და ადრე ბევრად დიდი კონკურენცია იყო.“

შეგახსენებთ, რომ ლეიტუვისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 29 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები