ბარსელონა რაშფორდის ტრანსფერზე ახალ მოლაპარაკებებს გამართავს
„ბარსელონა“ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალ მოლაპარაკებებს გამართავს, რათა მარკუს რეშფორდის ტრანსფერი დაასრულოს.
talkSPORT-ის ინფორმაციით, კატალონიურ კლუბს თავდამსხმელის სრული ტრანსფერით შეძენა სურს. ინგლისელის იჯარა ითვალისწინებს გამოსყიდვის ოპციას 30 მილიონ ევროდ.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბარსელონა“ გააფრთხილა, რომ რაშფორდის შენარჩუნების სურვილის შემთხვევაში, მათ ეს ოპცია უნდა გაააქტიურონ.
„ბარსელონას“ სპორტული დირექტორი დეკუ შემოთავაზებული გარიგების პირობების გადახედვას ცდილობს. მისი სასურველი ვარიანტია — შეთანხმდეს კიდევ ერთ ერთსეზონიან იჯარაზე, გამოსყიდვის პირობითი ვალდებულებით, რომელიც მცირე რაოდენობის მატჩების ჩატარების შემდეგ ამოქმედდება.
მიმდინარე სეზონში მარკუსმა 49 მატჩში 14 გოლი გაიტანა და ამდენივე ასისტი მიითვალა.