მეკარის საგოლე პასი 8-გოლიან თრილერში | საქართველომ ყაზახეთი გაანადგურა (U19)
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ზურაბ ხიზანიშვილის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშა, ამხანაგურ მატჩში ყაზახეთი 6:2 გაანადგურა. საქართველოს ნაკრებიდან გოლები ნიკოლოზ შალიკიანის, ნიკოლოზ ბენდელიანის, ნიკოლოზ ბარიხაშვილის, საბა ჩხეტიანის, თენგო ნებულიშვილისა და შოთიკო დიაკონიძის ანგარიშზეა.
რამდენიმე ფაქტია გამოსაყოფი. შალიკიანმა, ბენდელიანმა და ჩხეტიანმა სტანდარტული ვითარებისას შეაგდეს. ნებულიშვილი და დიაკონიძე ცვლილებაზე გამოვიდნენ. ნებულიშვილმა საკმაოდ ეფექტური გოლი გაიტანა, საგოლე პასი მეკარე გიორგი ღონღაძემ შეასრულა, რომელიც რამდენიმე თვეა ჩიკაგო ფაიარში თამაშობს.
ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი, შემდეგ მატჩს ისევ ყაზახეთის წინააღმდეგ, მიხეილ მესხი 2-ზე, 30 მარტს, 14:00 საათზე გამართავს.