ემანუელ პეტი
Aa
Aa

პეტი: ბევრი წლის განმავლობაში პსჟ-ს გულისამრევად მივიჩნევდი

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ემანუელ პეტიმ, რომელიც ამჟამად საფეხბურთო ანალიტიკოსად მუშაობს, აღიარა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ შესახებ აზრი შეიცვალა.

პარიზელებმა „არსენალი“ ორივე მატჩში დაამარცხეს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ.

„ლუის ენრიკეს პერსონალური გულშემატკივარი არასდროს არ ვყოფილვარ. მასთან „ბარსაში“ 1 წელი გავატარე. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მომწონს მისი მუშაობა და ის, რასაც მისი გუნდი აკეთებს. ბევრი წლის განმავლობაში ამ კლუბს გულისამრევად მივიჩნევდი, საკუთარი ამპარტავნების გამო. გულისამრევად მიმაჩნია ის, როცა კლუბის მთელი მესიჯი ასეთია: „ჩვენი ფულით ყველას ყიდვას ვაპირებთ“. ადრე მათი მატჩების დროს ტელევიზორსაც კი ვთიშავდი. ტაქტიკური ხედვის მიღმა, რომელიც ლუის ენრიკეს ძალიან კარგი აქვს, საქმე გუნდურ სულშია. შთაბეჭდილება მრჩება, რომ გუნდის იმიჯის შეცვლის ინსტრუქცია გაიცა. მე ტაშს ვუკრავ ლუის ენრიკეს“, - თქვა პეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვიჩას გუნდი „ინტერს“ დაუპირისპირდება, რომელმაც „ბარსელონა“ დაამარცხა. მატჩი 31 მაისს, 23:00 საათზე დაიწყება და მას „ალიანც არენა“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | ხვიჩა კვარაცხელია დაწინაურდა
Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | ხვიჩა კვარაცხელია დაწინაურდა