“ფეხბურთელებს საკმარისი ენერგია აქვთ“ - ფლიკი ელ კლასიკოს წინ
ლა ლიგის მორიგ ტურში გულშემატკივრები ელ კლასიკოს იხილავენ. ბარსელონა რეალს უმასპინძლებს. მატჩის წინ, ბლაუგრანას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ფლიკი:
„მილანში მარცხის შემდეგ, ყველამ იცის, რომ სიტუაცია ადვილი არ არის, მაგრამ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა გვინდა გავაკეთოთ დარჩენილ სეზონში. ოთხი თამაში დარჩა. ელ კლასიკო ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ვაჩვენოთ, რამდენად კარგად შეგვიძლია თამაში.
ალბათ ლევანდოვსკი და ბალდე სკამზე დარჩებიან. მარტინი და სხვა მოთამაშეები კარგად თამაშობენ. ფრთხილად უნდა ვიყოთ. შემდეგ კიდევ სამი მატჩი გვრჩება. შესაძლოა ისინი მეორე ტაიმში ვიხილოთ. ბალდე კარგად გრძნობს თავს. შჩესნი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იქნება.
ლა ლიგა რთული ტიტულია, 38 მატჩი უნდა ითამაშო. თუ ბოლომდე მიხვალ და პირველი იქნები, ეს ნამდვილად დიდებული შედეგი იქნება. ჩემს ფეხბურთელებს საკმარისი ენერგია აქვთ. ისინი ფანტასტიკურად მუშაობენ და გამარჯვება სურთ. ჩემი აზრით, რეალი განსხვავებულად ითამაშებს, მაგრამ იმედი მაქვს, 3 ქულას ჩვენ ავიღებთ.“
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ელ კლასიკო სამჯერ გაიმართა და სამივე ბარსელონამ მოიგო. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება კი 11 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 18:15-დან დაიწყება.
ასევე გეტყვით, ამ მომენტისთვის, რეალსა და ბარსელონას შორის სხვაობა 4 ქულაა. იმ შემთხვევაში, თუ მატჩს რეალი მოიგებს, ქულათა სხვაობა ერთამდე შემცირდება და ლა ლიგა უკიდურესად დაიძაბება.