ბარსელონა
Aa
Aa

„ორივე გადაწყვეტილება სწორი იყო“ - ყოფილი მსაჯი ფერანის და რაფინიას ეპიზოდებზე

„მალიორკა“ – „ბარსელონას“ (0:3) შეხვედრა, დაფიქსირებული ანგარიშიდან გამომდინარე, შესაძლოა ბევრმა გულშემატკივარმა ნაკლებად დაძაბულად ჩათვალოს, თუმცა ვინც მატჩს თვალყური მიადევნა, დაგვეთანხმება, რომ კატალონიელებს 3 ქულა იოლად ნამდვილად არ მოუპოვებიათ. განსაკუთრებით შესვენებამდე იყო საკამათო ეპიზოდები, რომელთა შორისაც ბალეარული კლუბის ინჩასებმა მეტწილად ფერან ტორესის გოლის ჩათვლასა და რაფინიასთვის წითელის ნაცვლად ყვითელი ბარათის ჩვენებაზე გაამახვილეს ყურადღება. ამ ეპიზოდებზე ერთ-ერთ მედიაში ყოფილი მსაჯის, პაველ ფერნანდესის კომენტარი გამოქვეყნდა, რომელმაც „მალიორკა“ – „ბარსელონას“ მთავარი არბიტრი ხოსე მუნუერა მონტერო დაიცვა:

„ორივე შემთხვევაში მონტერომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ფერან ტორესის გოლი წესების სრული დაცვით გავიდა და არ მესმის როგორ უნდა გაჩერებულიყვნენ პროფესიონალური სტატუსის მქონე კლუბის ფეხბურთელები ისეთი ელემენტარული საბრძოლო ეპიზოდის დროს, როგორსაც ფერანის დარტყმამდე ლამინ იამალსა და ანტონიო რაილიოს ორთაბრძოლისას ჰქონდა ადგილი.

რაც შეეხება რაფინიას, გეთანხმებით ძალიან იუხეშა, მაგრამ წითელ ბარათს ნამდვილად არ იმსახურებდა. თანაც, ეს ისეთი ეპიზოდი არ იყო, რომ საქმეში VAR-ი ჩარეულიყო. არსებობს არგუმენტი, რომ ბრაზილიელის გაძევებით მსაჯი „მალიორკას“ ორი ფეხბურთელისთვის წითელი ბარათის მიცემის კომპენსირებას მოახდენდა, მაგრამ ეს სრული სისულელეა და სხვა არაფერი“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ „მალიორკას“ რაფინიას, ფერან ტორესისა და ლამინ იამალის გოლებით, სამბურთიანი სხვაობით მოუგო. მომდევნო შეხვედრას კი კატალონიური გრანდი 23 აგვისტოს, ასევე სტუმრად „ლევანტესთან“ გამართავს, რომელიც თბილისის დროით 23:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ფლიკი: კლუბში არსებული სიტუაცია დიდად არ მახარებს
ფლიკი: კლუბში არსებული სიტუაცია დიდად არ მახარებს