კარლო ანჩელოტი, ჰანსი ფლიკი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“გამარჯვება შეგვიძლია“ - ანჩელოტი ელ კლასიკოს წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში გულშემატკივრები ელ კლასიკოს იხილავენ. ბარსელონა რეალს უმასპინძლებს. მატჩის წინ, ბლანკოსის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ანჩელოტი:

„კარგად ვართ. გუნდი მოტივირებული და აღელვებულია. გამარჯვება შეგვიძლია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთული იქნება. თავი კარგად უნდა დავიცვათ, რადგან ბარსელონა პრესინგზე დიდებულად თამაშობს, თუმცა იდეალური გუნდები არ არსებობენ. ახლა ბევრი რამ დევს სასწორზე. როდრიგო დაბრუნდა, თავს კარგად გრძნობს და თამაში შეუძლია.

წავიკითხე, რომ ალონსო ბაიერს დატოვებს. მან დიდებული სამუშაო გასწია და ახლა მისთვის ყველა კარი ღიაა. ჩემთვის დაუვიწყარი მატჩები? ლისაბონის, პარიზის და ლონდონის ფინალები. ჩემი რეალისადმი სიყვარული არასდროს დასრულდება, მსგავსად მილანისა. ეს გუნდები ჩემს გულთან ძალიან ახლოს არიან.

ლა ლიგის მოგება რთულია. ბარსას უკეთესი შანსი აქვს, მაგრამ თუ ხვალ მოვიგებთ, სიტუაცია დაიძაბება. ბარსელონასთან თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. ეს სეზონის ბოლო კლასიკოა, რადგან ისინი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე არ თამაშობენ. თუ ფეხბურთელები მომისმენენ, ყველაფერი კარგად წავა.“

შეგახსენებთ, რომ მაღალი ალბათობით მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კარლო ანჩელოტი მადრიდულ გრანდს დატოვებს და მის ადგილს ჩაბი ალონსო დაიკავებს.

მიმდინარე სეზონში, ელ კლასიკო სამჯერ გაიმართა და სამივე ბარსელონამ მოიგო. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება კი 11 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 18:15-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
85 მილიონი გაამზადეს - იუვენტუსის პრიორიტეტი ოსიმენია
85 მილიონი გაამზადეს - იუვენტუსის პრიორიტეტი ოსიმენია