სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

“ჩემი ქვეყნით და გუნდით ვამაყობ“ - ბაზაძე მსოფლიო თასის მოგების შემდეგ

სანდრო ბაზაძემ მორიგ წარმატებას მიაღწია. მადრიდში გამართულ მსოფლიო თასზე ქართველმა მოფარიკავემ პირველი ადგილი დაიკავა და ამ ტიტულს ისტორიაში მეორედ დაეუფლა. სანდრო ფინალში იტალიელ რიკარდო ნუჩიოს დაუპირისპირდა და 15:6 დაამარცხა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, ქართველმა მოფარიკავემ ადგილობრივ ჟურნალისტთან კომენტარი გააკეთა.

ბაზაძე:

„პირველ რიგში ყველას მოგესალმებით. მე ნამდვილად ბედნიერი ვარ. ამ შედეგისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავე. ბედნიერი ვარ, რადგან 242 მოფარიკავეს შორის პირველი ადგილი დავიკავე. ეს დაუჯერებელი გრძნობაა. ეს არ არის ისე თითქოს გაიღვიძებ და ამ შედეგს დებ. ამის უკან უდიდესი შრომა დევს. ჩემი გუნდით და ქვეყნით ვამაყობ. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს.

მიმდინარე წელს ჩემი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონობაა. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის დაპირისპირებებიც არ უნდა დავივიწყო. მინდა ყველას ვაჩვენო, რომ პირველი ნომერი დამსახურებულად ვიქნები. ამისთვის ჩემს საუკეთესოს გავაკეთებ, რადგან ვფიქრობ, რომ ყველაფერი შემიძლია.“

ცნობისთვის, აქამდე სანდროს ერთხელ ჰქონდა მსოფლიო თასი მოგებული, რომელიც საქართველოში გაიმართა. მსოფლიო ჩემპიონატზე კი მისი საუკეთესო შედეგი მესამე ადგილია.

ნუჩიო VS ბაზაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრანსფერები და ხელფასის გაზრდა | სპალეტი დე ლაურენტისს შეხვდება
ტრანსფერები და ხელფასის გაზრდა | სპალეტი დე ლაურენტისს შეხვდება