ლაშა გურული, გიორგი ყუშიტაშვილი
Aa
Aa

სამი მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან - ლაშა გურულმა რუსი მეტოქე დაამარცხა

მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში სამი ქართველი გავიდა. საჰილ ალაჰვერდოვი, ლაშა გურული და გიორგი ყუშიტაშვილი. ეს ქართული კრივის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ყუშიტაშვილმა შარშან ერევანში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში სომეხი რაფაელ ოვანისიანი დაამარცხა და დღეს ტაშკენტშიც მოუგო. პირველი რაუნდში გიორგის უპირატესობა გამოკვეთილი გახლდათ, 5-0, მაგრამ მეორის შემდეგ სამი მსაჯის აზრით ისევ ფრე იყო. ყუშიტაშვილმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და საბოლოოდ ხუთივე მსაჯმა გამარჯვებულად ქართველი გამოაცხადა. ნახევარფინალში ყუშიტაშვილის მეტოქე ტურნირის პირველი ნომერი, აზერბაიჯანელი ალფონსო დომინგესი იქნება.

დღესვე საჰილ ალაჰვერდოვმა (48 კგ) ბულგარელ ერგუნალ სებაჰტინს მოუგო, ლაშა გურულმა (67 კგ) - რუს თარხან იდიგოვს, ესკერჰან მადიევი (71 კგ) ბრაზილიელ ვანდერსონ დე-ოლივეირასთან დამარცხდა, ხოლო ნიკოლოზ ბეგაძე აზერბაიჯანელ მაჰამად აბდულაევთან.

უზბეკეთის დედაქალაქში 11 მაისი დასვენების დღეა. 12 მაისს - ნახევარფინალია, 13-14 მაისს - ფინალური ბრძოლები.

ნახევარფინალი, 12 მაისი

48 კგ საჰილ ალაჰვერდოვი (1) – ალეხანდრო კლარო (კუბ)

67 კგ ლაშა გურული (1) - დულათ ბეკბაუოვი (5, ყაზ)

86 კგ გიორგი ყუშიტაშვილი (5) - ალფონსო დომინგესი (1, აზე)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლამაზი გოლები - ბათუმის დინამომ სამტრედიაში მოიგო
ლამაზი გოლები - ბათუმის დინამომ სამტრედიაში მოიგო