მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი, კევინ დე ბრუინი, ტიერი ანრი
Aa
Aa

“სხვა პლანეტაზეა“ - ანრი დე ბრუინით აღფრთოვანებულია

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის „რეალმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. „ქალაქელების“ მხრიდან თავი კევინ დე ბრუინმა გამოიჩინა, რომელმაც ტიბო კურტუას შორიდან ყუმბარისებული დარტყმით გაუტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, „არსენალის“ ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ ბელგიელ ნახევარმცველზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

ანრი:

„მე ისევ ვფიქრობ, რომ დე ბრუინი „მანჩესტერ სიტის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მე შევხვდი უამრავ მოთამაშეს, ვითამაშე უამრავთან, ვითამაშე რამდენიმე საუკეთესოს წინააღმდეგ და ვფიქრობ, რომ კევინის ტვინი საუკეთესოა, რაც კი ოდესმე მინახავს.

ის ყველა გუნდს ბევრ პრობლემას უქმნის. დე ბრუინი ყველაზე ჭკვიანი მოთამაშეა, რომელიც ოდესმე მინახავს. 6 წელი მას ბელგიის ნაკრებში ვუყურებდი. ვარჯიშებზე და თამაშებზე საოცრებებს აკეთებდა. „რეალთან“ საუკეთესო თამაში არ ჰქონდა, მაგრამ თავისი გასაკეთებელი მაინც გააკეთა. დე ბრუინი სხვა პლანეტიდან არის.“

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ანგარიში ვინისიუს ჯუნიორმა გახსნა და წონასწორობა, როგორც უკვე მოგახსენეთ დე ბრუინმა აღადგინა. „სიტისა“ და „რეალის“ მომავალი დაპირისპირება 17 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაუვიწყარი მოგზაურობა დასრულდა“ - ბუსკეტსმა ბარსადან წასვლა გამოაცხადა
„დაუვიწყარი მოგზაურობა დასრულდა“ - ბუსკეტსმა ბარსადან წასვლა გამოაცხადა