„თქვენ გამო ავტირდი“ - ნაპოლის პატარა ქომაგის ემოციური წერილი
Aa
Aa

„თქვენ გამო ავტირდი“ - ნაპოლის პატარა ქომაგის ემოციური წერილი

რაკელე ფიგა 7 წლის გოგონაა, რომელიც „ნაპოლის“ დიდი გულშემატკივარია. ნეაპოლში მას ყველა კარგად იცნობს და Tiktok-ზე მისი ვიდეოები პოპულარობით სარგებლობს. რაკელე „ნაპოლისა“ და „ფიორენტინას“ შეხვედრას დაესწრო, „სკუდეტოს“ მოპოვება „მარადონაზე“ იზეიმა, შემდეგ კი ემოციური წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„ძვირფასო ნეაპოლო, მე რაკელე ვარ. რომში დავიბადე, მაგრამ ნეაპოლზე ვარ შეყვარებული და მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო, იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ჩემ მიმართ იჩენთ.

როცა ნაპოლის გოლი გააქვს, ძალიან მიხარია და თქვენნაირად ბედნიერი ვარ! გუშინ, აივანზე გავედი და ამატირეთ, რადგან სკანდირებდით, რომ რაკელე ერთ-ერთი თქვენგანია. დიდი მადლობა! მადლობა კოცნებისთვის და სიყვარულისთვის! როგორც ყოველთვის ვამბობდი, სანამ რაკელე აქაა, ნეაპოლში ყველაფერი კარგადაა“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი და „ნაპოლის“ 83 ქულა აქვს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 14 მაისს გამართავს და სტუმრად „მონცას“ დაუპირისპირდება.

@massi.pi ha voluto scrivere una lettera per ringraziare Napoli #napoli #scudettonapoli #amore #sscnapoli #love ♬ 雨的印记(钢琴) - 王雨笙

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეი ლონგო: „ყველა ამბობს, რომ სეხუდო მერაბისთვის რთული მეტოქეა, ასე არაა“
რეი ლონგო: „ყველა ამბობს, რომ სეხუდო მერაბისთვის რთული მეტოქეა, ასე არაა“