გენო პეტრიაშვილი
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი ფინალში ტაჰა აკგულთან დამარცხდა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე  ოქროს მედლისთვის გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ნაცნობ მეტოქეს თურქ ტაჰა აკგულს დაუპირისპირდა და 4:9 დამარცხდა.

აკგულმა ორთაბრძოლა აშკარად უკეთესად ჩაატარა და დამსახურებულადაც მოიგო. თურქი 9:0-ს იგებდა და ოქროს მედლის მფლობელი პრაქტიკულად ნაადრევად იყო გადაწყვეტილი. გენომ ბოლო წუთებზე მხოლოდ 4 ქულის მოპოვება მოახერხა.

დღეს კი ქართული დელეგაციის ანგარიშზე 3 ბრინჯაოს მედალი დაემატა - შოთა ფარტენაძემ 61 კგ, ავთანდილ კენჭაძემ 74 კგ და მირიან მაისურაძემ 92 კგ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ქართულ დელეგაციას ოქროს მედალი 97 კგ კატეგორიაში გივი მაჭარაშვილმა მოუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას ხასიათი და პიროვნება აქვს... ასეთ მომენტებში შენ იზრდები...“
„კვარას ხასიათი და პიროვნება აქვს... ასეთ მომენტებში შენ იზრდები...“